საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
შემოთავაზებული პროექტის: ,,რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ ფარგლებში, მოვამზადეთ
თემა: ,,ერის საგანძურის მცველი“.
პროექტი
ეძღვნება დიდ მამულიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს. 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის
საიუბილეო წლად გამოცხადდა. ამიტომაც, გავიგეთ
თუ არა, ამ პროექტის შესახებ, გაგვიჩნდა სურვილი გავმხდარიყავით მისი მონაწილე.
მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისათვის.
პროექტში
ვმონაწილეობთ სსიპ ოზურგეთის მინიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეები:
ნათია მჟავია, ლიკა მალაზონია, ნაზი გულბიანი და ანა კონწოლიძე. პროექტის ხელმძღვანელია
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ნინო ურუშაძე. პროექტის
მიზანი იყო გავცნობოდით და შეგვესწავლა ყველაფერი ის, რაც დაკავშირებული იყო ექვთიმე
თაყაიშვილის სახელთან და შეგვექმნა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ბლოგი.
ჩვენ პროექტზე მუშაობის ჯგუფური მეთოდი ავირჩიეთ, ჩამოვაყალიბეთ შესასრულებელი სამუშაოს
მიზანი, დავსახეთ განხორციელების გზები, გავინაწილეთ დავალებები და შევუდექით ინფორმაციის კვლევა
–
ძიებას. გავეცანით თემასთან
დაკავშირებულ მრავალ სამეცნიერო ლიტერატურას, გამოვიყენეთ ინფორმაციულ
–
საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
გავიღრმავეთ ცოდნა და გაგვიჩნდა დიდი სიყვარული და პატივისცემა საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის
მიმართ. გავითვალისწინეთ ექვთიმეს მოღვაწეობის თითოეული ნიუანსი და მასზე დაყრდნობით
ჩამოვაყალიბეთ საკუთარი შეხედულება ამ პროექტის მიმართ. (მასწავლებელი გვაძლევდა შესაბამის
რეკომენდაციებს.)
პროექტზე
მუშობის დროს ვეწვიეთ ექვთიმე თაყაიშვილის სახლმუზეუმს სოფელ ლიხაურში, რომელმაც ჩვენზე
დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. იქ მოძიებული ფოტო – მასალით გავამდიდრეთ პროექტი.
პროექტზე
მუშაობა იყო სახალისო, დავეუფლეთ, როგორც დამოუკიდებელი, ისე ჯგუფური მუშაობის უნარ
– ჩვევებს, პრობლემის გადაჭრის, დროის გადანაწილების, საქმის დაგეგმარების და მიღებული
ცოდნის შემოქმედებითი ხედვის უნარებს. ჩვენთვის პროექტი მით უფრო საინტერესო და საპასუხისმგებლო
იყო, რადგან ეს უდიდესი მამულიშვილი ჩვენი კუთხის შვილია.
ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა: „ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ლოცულობს. ზოგს დიდ - ბუნებოვანობის შარავანდედითა და თაყვანსა სცემს სასოებით და მადლობითა. ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.“
და, ისევ ილია: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება“ ...ეს ნაშრომი ეძღვნება და მოგვითხრობს, სწორედ იმ მამულიშვილზე, რომელმაც თავისი ღვაწლით ფასდაუდებელი ამაგი დასდო მამულს, ენას და სარწმუნოებას. იგი დიდი ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილია.
პროექტში წარმოვადგინეთ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება, მისი რთული, მრავალფეროვანი მოღვაწეობა და გავაცნობიერეთ ამ მოღვაწეობის ეროვნული მნიშვნელობა.
ჩვენ
გვეამაყება, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ღირსეული შვილი, როგორიც ექვთიმე თაყაიშვილი
იყო.